понедельник, 29 июня 2015 г.

ტრენინგის 9 დღე

უკვე ტრენინგის მე-9 დღეა, დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე, ძალიან ნაყოფიერი ტრენინგი იყო. კმაყოფილი ვარ რადგან მივიღე პასუხები იმ კითხვებზე , რაც პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით მქონდა. ახლა უკვე ვიცი  და ჩემს მოსწავლეემს აუცილებლად ვასწავლი , როგორ შევადგინოთ პროექტის გეგმა და განვახორციელოთ პროექტი,  უკვე ვიცი რა დოზით უნდა ჩავერიო მოსწავლეთა მუშაობაში. როგორ გადავანაწილო დავალებები ჯგუფებში და როგორ წარვმართოთ პროცესი სწორად,  გავეცანი უამრავ სიახლეს რომელსაც სასწავლო პროცესშიდაც გამოვიყენებ. მაგალითად ბროშურის დამზადება, კედლის გაზეთის შექმნა ჩეკლისტების დახმარებით.და ა.შ. ეს დარწმუნებული ვარ ძალიან სახალისოს გახდის სწავლებას. ძალიან მომეწონა ვირტუალური ფლეშ-მეხსიერება მას მე აქტუალურად გამოვიყენებ.  ხშირად მექნება წვდომა ბლოგზე, სადაც განთავსებულია სხვა პედაგოგთა ნამუშევრები რათა გავეცნო ახალ ინფორმაციებს და გავიზიარო კრეატიული იდეები.  დღევანდელ დღეს ავტვირტეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ , ვნახეთ ერთმანეთის ნაშრომები და გავაკეთეთ უკუკავშირები

       და ბოლოს არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ტრენინგით ჩემს აღფრთოვანებაში დიდი როლი ითამაშა ტრენერმა დიანა მიქაძემ, რომელიც ყველა საკითხს დიდი ყურადღებითა და მონდომებით განიხილავდა და მოახერხა 9 დღეში ჩვენთვის ესწავლებინა თუ როგოტ წარვმართოთ  პროექტის მომზადებისათვის საჭირო ყველა ეტაპი.
ტრენინგის 8 დღე

დრევანდელ ტრენინგზე გავიარეთ მე-8 მოდული ავტვირთეთ ბლოგზე, ვირტუალური ფლეშ-მეხსიერების გავლით  სასწავლო პროექტის პრეზენტაცია გავეცანითფასი. გავეცანით ფასილიტაციასტექნოლოგიებით,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის განსაუმჯობესებლად.პროექტის განსახორციელებლად მოსწავლეებისათვის  მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშესაწყობად.
ტრენინგის 7 დღე

ყოველი  ტრენინგი  ბევრი სიახლის შემცველია მე-5 და მე-6 მოდულები, რომელიც დღეს გავიარეთ ძალიან საინტერესოც იყო და სასარგებლოც . ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ აქამდე ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია, მოვისმინეთ ერთმანეთის მოსაზრებები და რჩევები. გავეცანით შეფასების რუბრიკებს, განვითარების 

მრავალმხრივი ინტელექტები. აღქმის სტილი, ტვინის ჰემისფეროების  დანიშნულება.სსმ

 მოსწავლეების პროექტში  ჩაბმის ინსტრუქციები.ვისწავლეთ ვირტუალური ფლეშ-

მეხსიერების გამოყენება.
ტრენინგის 6 დღე

დღევანდელი ტრენინგი კიდევ უფრო საინტერესო იყო, გავეცანით მე-4 მოდულს, მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების არჩევას, თუ როგორ შევქმენათ მისწავლის ნიმუში და რა რესურსები გამოვიყენოთ ამისათვის,
ტრენინგის 5 დღე


   ძალიან  ბევრისმომცემი ტრენინგია.უზომოდ საინტერესო, ახლებური მოთხოვნების მხარდამხარ მავალი,ამიტომაცაა ბევრ შრომასა და ენერგიას,გეგმადასახულად მუშაობას რომ მოითხოვს.თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და მეტად ვფიქრობ,ხომ კარგად გამომივა?ხომ სრულყოფილად ვიტყვი ჩემი პროექტის სათქმელს?ბევრს ვიმუშავებ ამისათვის და გამომივა.
დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს,რომ მუშაობის დროს აუცილებელია სხვისი უფლებები არ დავარღვიოთ. ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება,ვიმუშავეთ სასწავლო პრეზენტაციის შექმნაზე.




ტრენინგის 4 დღე 

  დღევანდელი ტრენინგი შეიცავდა ჩემთვის ბევრ ახალ ინფორმაციას, ამდენად ძალიან დატვირთული იყო. თუმცა ძალიან საინტერესო და სასარგებლო. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ეს მეთოდი ძალიან დამეხმარება და აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
     ასევე გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და რუბრიკებს.ეს დამეხმარება კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდე ჩემი პატარების შესაძლებლობებს და ხელი შევუწყო მათ პროექტის მომზადებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.  
ტრენინგის 3 დღე

ტრენინგის მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო,შევისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა და კოლეგებისათვის კომენტარების გაკეთება.ბლოგზე სურათების ატვირთვა.
     ვისწავლეთ ბროშურის შექმნა ვორდის პროგრამაში და მისი გაფორმება საინტერესო ელემენტებით  , მაკრატლის გამოყენებით ამოჭრა და ბლოგზე ატვირთვა.. შევქმენით ბროშურის ჩვენეული ვერსია.ვიმსჯელეთ სტანდარტებზე და მიზნებზე, რას უნდა მივაღწიოთ მოსწავლეებთან პროექტით სწავლებისას.
    გავიარეთ მეორე მოდული. ტრენინგი საინტერესო და სასარგებლო  იყო.


ტრენინგის 1-2 დღე


 ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ყოველივე სიახლეს.ეს ტრენინგი ითვალისწინებს პროექტის მომზადებას მოსწავლეების მიერ გავეცანი სხვათა პროექტის ნიმუშებს,
 რაც ძალიან დიდი სიახლე იყო ჩემთვის  ეს არის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ეს არის საერთაშორისო დონის სტანდარტი. გავეცანიროგორ შევქმნა პორთფოლიო.შევქმენი საქაღალდეების სტრუქტურა. ვისწავლეთ ელ.წიგნიდან ჩამოტვირთვა,გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს.იმედი მაქვს შევქმნი კარგ პროექტს.
     დღეს მე-2 დღეა ვისწავლეთ ბლოგების შექმნა,ეს გამომადგება მომავალ პედაგოგიურ მუშაობაში და სხვა პედაგოგებთან აქტიურ ურთიერთობაში,დავწერეთ ბლოგზე რეფლექსიები.ვისაუბრეთ პუბლიკაციების შესახებ. გავეცანით გამოცემის ნიმუშებსაც, დავსახეთ სავარაუდო, ტრენინგის დროს განსახორციელებელი, პროექტის თემები. ძალიან საინტერესო იყო და იმედია კიდევ მეტი საინტერესო წინ გველის.