понедельник, 29 июня 2015 г.

ტრენინგის 4 დღე 

  დღევანდელი ტრენინგი შეიცავდა ჩემთვის ბევრ ახალ ინფორმაციას, ამდენად ძალიან დატვირთული იყო. თუმცა ძალიან საინტერესო და სასარგებლო. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ეს მეთოდი ძალიან დამეხმარება და აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
     ასევე გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და რუბრიკებს.ეს დამეხმარება კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდე ჩემი პატარების შესაძლებლობებს და ხელი შევუწყო მათ პროექტის მომზადებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.  

Комментариев нет:

Отправить комментарий