понедельник, 29 июня 2015 г.

ტრენინგის 9 დღე

უკვე ტრენინგის მე-9 დღეა, დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე, ძალიან ნაყოფიერი ტრენინგი იყო. კმაყოფილი ვარ რადგან მივიღე პასუხები იმ კითხვებზე , რაც პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით მქონდა. ახლა უკვე ვიცი  და ჩემს მოსწავლეემს აუცილებლად ვასწავლი , როგორ შევადგინოთ პროექტის გეგმა და განვახორციელოთ პროექტი,  უკვე ვიცი რა დოზით უნდა ჩავერიო მოსწავლეთა მუშაობაში. როგორ გადავანაწილო დავალებები ჯგუფებში და როგორ წარვმართოთ პროცესი სწორად,  გავეცანი უამრავ სიახლეს რომელსაც სასწავლო პროცესშიდაც გამოვიყენებ. მაგალითად ბროშურის დამზადება, კედლის გაზეთის შექმნა ჩეკლისტების დახმარებით.და ა.შ. ეს დარწმუნებული ვარ ძალიან სახალისოს გახდის სწავლებას. ძალიან მომეწონა ვირტუალური ფლეშ-მეხსიერება მას მე აქტუალურად გამოვიყენებ.  ხშირად მექნება წვდომა ბლოგზე, სადაც განთავსებულია სხვა პედაგოგთა ნამუშევრები რათა გავეცნო ახალ ინფორმაციებს და გავიზიარო კრეატიული იდეები.  დღევანდელ დღეს ავტვირტეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ , ვნახეთ ერთმანეთის ნაშრომები და გავაკეთეთ უკუკავშირები

       და ბოლოს არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ტრენინგით ჩემს აღფრთოვანებაში დიდი როლი ითამაშა ტრენერმა დიანა მიქაძემ, რომელიც ყველა საკითხს დიდი ყურადღებითა და მონდომებით განიხილავდა და მოახერხა 9 დღეში ჩვენთვის ესწავლებინა თუ როგოტ წარვმართოთ  პროექტის მომზადებისათვის საჭირო ყველა ეტაპი.

Комментариев нет:

Отправить комментарий